საგარანტიო ტალონი

  • საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი.
  • საგარანტიო ტალონის დაკარგის ან დაზიანების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას.
  • ნივთის შეძენიდან 24 საათის  განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას.
  • ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში პროდუქტი ექვემდებარება შეკეთებას  თუ გასულია 24 საათზე მეტი.
  • საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.
  • წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა ნივთი საგარანტიო ტალონთან ერთად უნდა წარადგინოს საგარანტიო სერვისში: თბილისი ქსნის ქ.#12.

 პირობები არ ვრცელდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა.
  • დაზიანებულია ნივთი მომხმარებლის დაუდევრობით
  • არ არის დაცული პროდუქტის ექსპლუატაციის წესები.
  • დაზიანებულია პროდუქტის ვიზუალური მხარე.
  • პროდუქის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად.
  • მოწყობილობა არ გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შესაბამისად.
  • დარღვეულია მოხმარების/მონტაჟის წესები და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობებს.
  • დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით.
  • სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები შესრულებულია სხვა სერვისცენტრის ან კერძო პირის მიერ.
  • ნივთი დაზიანდა მომხმარებლის მიერ ტრანსპორტირებისას.
  • ნივთი დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
  • საგარანიო ტალონისა და მოწყობილობის სერიული ნომრები წაშლილია, გადაკეთებულია ან არ ემთხვევა ერთმანეთს.
  • მოწყობილებას დაზიანებული აქვს ელექტრო დეტალები.
კალათა

კალათა ცარიელია

უკან დაბრუნება
დახურვა