ინფორმაცია ჩვენს შესახებ

კომპანია «Stern Austria» დაფუძნდა 1998 წელს ავსტრიაში, ამ პერიოდიდანვე კომპანიამ დაიწყო სამშენებლო ინსტრუმენტების წარმოება «Stern Austria» ბრენდით.

ამ დროისათვის კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი პროდუქციის მიწოდებას რუსეთში , უკრაინაში , აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. კომპანიის ოფისი მდებარეობს ვენაში.

საქართველოში «Stern Austria» ს ოფიციალური წარმომადგენელი 2003 წლიდან არის შპს „ირაო+“. კომპანია ქართველ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებს მისაღებ ფასად.

ფასისა და ხარისხის კარგი შესაბამისობა ბრენდს საშუალებას აძლევს, სათანადო კონკურენცია გაუწიოს სამოყვარულო და ნახევრად პროფესიონალური სამშენებლო ინსტრუმენტების მწარმოებელ ბრენდებს. კომპანია ხშირად ანახლებს და ამატებს ახალ მოდელებს, ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეარჩიოს მისთვის საჭირო ინსტრუმენტი.

«Stern Austria» ს ინსტრუმენტები შეესაბამება უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს

კალათა

კალათა ცარიელია

უკან დაბრუნება
დახურვა