დაბრუნება
თუ პროდუქტს გააჩნია ქარხნული წუნი, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება/შეცვლა, ფასის შემცირება ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
პროდუქტის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
პროდუქტი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა.
პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე , თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
1.პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია:
2.მოვაჭრემ პროდუქტი დათქმულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულებისშესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
3.მოვაჭრის მიერ პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.
მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა.
თუ პროდუქტის შეცვლის შესახებ მოთხოვნა დადასტურდება, კომპანია 14 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს მიაწვდის იდენტურ პროდუქტს;
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მოცემულ მომენტში არაა ხელმისაწვდომი, კომპანია გადახდილ თანხას აანაზღაურებს 14 სამუშაო დღეში;
საჭიროების შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტი 3 თვის განმავლობაში შეინახება.
პროდუქტის დაბრუნების პირობები პროდუქტის დაბრუნებისას მომხმარებელმა უნდა იქონიოს:
გადახდის ქვითარი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პროდუქტი წარმოდგენილი პირვანდელი შეფუთვით.
შენაძენის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანია იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს გადახდილი თანხის 100% თუ:
პროდუქტის სასაქონლო სახე შენარჩუნებულია და ახლავს ყველა დამატებითი ნაწილი, რაც შესყიდვის დროს იქნა მიღებული.
პროდუქტის შეცვლის ვადები:
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მოცემულ მომენტში არაა ხელმისაწვდომი, კომპანია გადახდილ თანხას აანაზღაურებს 14 სამუშაო დღეში;საჭიროების შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტი 3 თვის განმავლობაში შეინახება.
სატრანსპორტო მომსახურების კომპენსაციის წესი:
მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნება / შეცვლის შემთხვევაში, კომპანია ანაზღაურებს ადგილზე მიტანის ღირებულებას თუ:
შენაძენი არ შეესაბამება საიტზე წარმოდგენილი პროდუქტის ტექნიკურ აღწერილობას;
პროდუქტს აღენიშნება ქარხნული წუნი;
პროდუქტიდაზიანდა ტრანსპორტირებისას.
პროდუქციის მიღებისთანავე, შეამოწმეთ შენაძენის მთლიანობა და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ საინფორმაციო ცენტრს.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრს: 032 2 617 774
სურვილები
სურვილების სია ცარიელია